ვინ ვართ ჩვენ?

კომპანიის შესახებ

შპს „სითი კონსალტინგი“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდით ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიზანია გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და მრჩეველი, იზრუნოს ადგილობრივი ბიზნესის ფინანსური და საგადასახადო რისკების შემცირებაზე.

shape shape
Shape Shape Shape
სერვისები

რას გთავაზობთ?

როგორც ფინანსური და საგადასახადო მომსახურების სრულ პაკეტს, აგრეთვე მცირე მეწარმეებისთვის სავალდებულო ყოველთვიური დეკლარაციების ჩაბარებას ხელმისაწვდომ ფასად.

ტრენინგ ცენტრის უპირატესობა
Image Image
ტრენინგ ცენტრი

ტრენინგ ცენტრის უპირატესობა

ჩვენი ტრენინგ ცენტრის უპირატესობა სხვა ცენტრებთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთან ხდება თეორიული მასალის შესწავლა პრაქტიკულ მაგალითებთან ერთად. მსმენელს საშუალება აქვს შინაარსობრივად გაიაზროს ბუღალტრული აღრიცხვის არსი და თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანა შეძლოს საბუღალტრო პროგრამის გამოყენებით.

სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა შესწავლილი თეორიული მასალის გამოიყენებით პრაქტიკული მაგალითები (ამოცანები) ასახოს საბუღალტრო პროგრამაში (ორისი, სუპერფინი), იმუშაოს რს-ზე და პრაქტიკულად აწარმოოს ყველა პირველადი დოკუმენტის ბუღალტრული გატარება. წარმატებულ მსმენელებს აქვთ რეალური შანსი გაიარონ სტაჟირება სითი კონსალტინგში და დასაქმედნენ კონტრაქტორ კომპანიებში.

ტრენინგ ცენტრი

ტრენინგ ცენტრი

გარდა საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებისა, შპს სითი კონსალტინგს აქვს სათანადოდ აღჭურვილი ტრენინგ ცენტრი, სადაც დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა.

სასწავლო კურსი შედგენილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი ბუღალტრების და საგადასახადო მენეჯერების მიერ, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მსმენელები სწავლობენ როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ მუშაობას. სითი კონსლატინგის ტრენინგ ცენტრის კურსდამთვრებული იღებს არა მარტო სერთიფიკატს, არამედ ბუღალტერიის პრაქტიკულ ცოდნას, რაც განაპირობებს ადვილად დასაქმებას კონკურენტულ გარემოში.

ტრენინგ ცენტრი
Image Image